დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ

25.02.24 10:44
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები პირობას დებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ. რუსული აქტივები დაიბლოკება იქამდე, ვიდრე პუტინი უკრაინის მიწაზე სისხლიან ომს არ შეწყვეტს. მკაცრად გაკონტროლდება სანქციებისგან თავის არიდების გზებიც. სანქციების დაწესება განიხილება იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც რუსეთს იარაღის და სამხედრო ტექნიკის შეძენაში ეხმარებიან. შავ სიაში მოხვდებიან ისინიც, ვინც ხელს უწყობს რუსული იარაღის წარმოებას და სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას.

პუტინის დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე უკრაინაში ჩავიდნენ ევროკომიის პრეზიდენტი, ბელგიის, კანადის და იტალიიის პრემიერები.

მსგავსი სიახლეები