პარიზში ფრანგი ფერმერები სოფლის მეურნეობის გამოფენაზე პლაკატებით შეიჭრნენ

ფრანგი ფერმერები პარიზში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე პლაკატებით შეიჭრნენ. ღონისძიებაზე ამ დროს საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდნენ. პარიზიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეების სტენდებს ანგრევენ და მაკრონის გადადგომას ითხოვენ. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, პრეზიდენტი კი იძულებული გახდა, პროტესტის მონაწილეებს შეხვედროდა.
ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, ასევე, საწვავის ღირებულების შემცირებას.