კრემლის განცხადების გამო მაკრონმა ევროპელ ლიდერებთან სასწრაფო სხდომა ჩანიშნა

ბოლო რამდენიმე კვირაში რუსული აგრესიის ესკალაციის გამო პარიზში დღეს 20 ევროპელი ლიდერის შეხვედრა გაიმართება. ევროპელ ლიდერებს სურთ, კმრელის განცხადებებს დაუპირისპირდნენ, თითქოს "უკრაინასთან ომში რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია". ამის შესახებ გუშინ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მრჩეველმა განუცხადა.
„ჩვენ გვინდა გავუგზავნოთ ძალიან მკაფიო სიგნალი პუტინს, რომ ის არ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია, რუსეთის პრეზიდენტის იდეა, საკუთარი უძლეველობა დაგვაჯეროს, დავუნგრიოთ, - თქვა მაკრონის მრჩეველმა The Guardian-თან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ მოუწოდა ევროკავშირს, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, რათა „შეეცადოს მისგან მაინც გადაარჩინოს რამე“, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი „ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს. ”
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც სისტემატურად ემუქრება მსოფლიოს ბირთვული ომით, ცოტა ხნის წინ მოუწოდა რუსებს, „შური იძიონ დასავლურ სამყაროზე, სადაც ეს შესაძლებელია“.