სუმის რეგიონში რუსების საჰაერო თავდასხმას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

26.02.24 10:39
სუმის რეგიონში რუსების საჰაერო თავდასხმას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

26 თებერვალს ღამით, რუსეთის ჯარებმა სუმის რაიონის იუნაკოვსკის თემზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაინგრა კერძო სახლი და დაიღუპა ორი ადამიანი. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინეს საშინელი დანაშაული სუმის რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს, 26 თებერვალს 02:15 საათზე იუნაკოვის თემზე ავიაიერიში განხორციელდა. მტერი იყენებდა მართვად ბომბებს. დაფიქსირდა 4 აფეთქება.

წინასწარი ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი - მეუღლეები, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ. დაინგრა ერთი კერძო საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა 5, - ნათქვამია განცხადებაში.