სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არასერიოზული და სასაცილოა - პესკოვი

26.02.24 18:23
სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არასერიოზული და სასაცილოა - პესკოვი

"რუსეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის იდეა სასაცილოა", - ასე პასუხობს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომლის თანახმადაც შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტის გეგმა მოგვიანებით შეიძლება, რუსეთსაც გადაეცეს.

პესკოვმა რუსეთის გარეშე გარკვეული გეგმების განხილვას "უცნაური" უწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის გეოპოლიტიკურ სიძლიერეს.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს უცნაური ფორმატია, რადგან გარკვეული სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც თავისთავად არასერიოზულია და სასაცილოც კი არის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.