ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ათი პუნქტიდან თითოეული ანექსირებულ ყირიმს ეხება - ტოჩიცკი

26.02.24 19:06
ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ათი პუნქტიდან თითოეული ანექსირებულ ყირიმს ეხება -  ტოჩიცკი

"ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ათი პუნქტიდან თითოეული ანექსირებულ ყირიმს ეხება", - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიკოლა ტოჩიცკიმ ფორუმზე გააკეთა.

ტოჩიცკიმ ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ ყირიმში ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ლუგანსკის რეგიონებიდან გატაცებული ბავშვების უმრავლესობაა გადაყვანილი.

ყირიმის პლატფორმაზე" შემუშავებული ყოველი პრობლემური წერტილი ასახული გვაქვს მშვიდობის ფორმულის ათ პუნქტში. დღეისათვის, არ არსებობს არც ერთი პუნქტი, რომელიც არ ეხება ყირიმს.  მისი გათავისუფლების გარეშე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარეშე, 1991 წლის საზღვრებში, არ იქნება სამართლიანი მშვიდობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც", - თქვა ტოჩიცკიმ.