დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მზადაა, ითანამშრომლოს იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა - ლავროვი

26.02.24 19:18
დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მზადაა, ითანამშრომლოს იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოსაა - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კრემლსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთს ზურგი აქცია, ამიტომ ქვეყანა მზად არის, თანამშრომლობა რუსეთის მეზობელ ქვეყნებს შესთავაზოს.

ლავროვის თქმით, ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ რუსეთის მიმართ უცხოელების სიყვარული დაამტკიცა.

ლათინურ ამერიკაში მოგზაურობამ დაადასტურა, რომ მათ რუსეთი უყვართ და სხვადასხვა ღონისძიებებზე რუსეთის ხშირად ნახვა სურთ. მათ სურთ, რომ ჩვენთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც სამთავრობო, ისე არაოფიციალურ, მათ შორის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მაგრამ ჩვენი ქვეყანა, თავისი გეოგრაფიით, თავისი ისტორიით, კულტურით, ტრადიციით, ყოველთვის მზადაა პატიოსანი თანამშრომლობისთვის ყველა იმ ხალხთან, ვინც ჩვენს საზღვრებთან ახლოს არის და არა მხოლოდ მათთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყნებთან“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები