უნგრეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ოფიციალურად უჭერს

26.02.24 20:05
უნგრეთის პარლამენტი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას  მხარს ოფიციალურად უჭერს

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - ამ გადაწყვეტილების თანახმად შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება. 

უცხოური მედია იტყობინება, რომ კანონპროექტი, რომელიც შვედეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზას საბოლოოდ გახსნის, დღეს, 26 თებერვალს დამტკიცდა.

მსგავსი სიახლეები