შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება.. ეს ყველას გაგვაძლიერებს - სტოლტენბერგი
"შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება.. ეს ყველას გაგვაძლიერებს", - ასე ეხმაურება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერას.
სტოლტენბერგი მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მოახდინა.