ისტორიული დღეა... შვედეთი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - კრისტერსონი
შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარის დაჭერას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ეს "ისტორიული დღეა".
კრისტერსონი ამბობს, რომ შვედეთი მზად არის, ყველა დაკისრებული პასუხისმგებლობა ღირსეულად შეასრულოს.
"დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზადაა, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - თქვა მან.
ცნობისთვის, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მოახდინა.