უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ტამაშ შუიოკი აირჩია
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ტამაშ შუიოკი აირჩია - იგი მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო და აქამდე უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
შუიოკი პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად 8 დღეში დაიკავებს, მანამდე კი ქვეყნის პირველი სარდლის უფლებამოსილებას პარლამენტის სპიკერი, ლასლო კევერი შეასრულებს.