ისრაელის მიმართულებით 60 რაკეტა გავისროლეთ - "ჰეზბოლა"
ისრაელის მიმართულებით "ჰეზბოლამ" 60 რაკეტა გაისროლა - იერიში ქალაქ ბაალბექის მახლობლად განხორციელებული სიონისტური აგრესიის საპასუხოდ მიიტანეს.
ცნობისთვის, IDF-ის ცნობით, 26 თებერვალს სამხრეთ ლიბანში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური, ჰასან ჰუსეინ სალამი დაიღუპა.