შოვინისტები, რომლებიც ქართველებს "მღრღნელებს" უწოდებენ, პატივისცემას არ იმსახურებენ - ორბანი ნავალნიზე

26.02.24 23:35
შოვინისტები, რომლებიც ქართველებს "მღრღნელებს" უწოდებენ, პატივისცემას არ იმსახურებენ - ორბანი ნავალნიზე

"ადამიანი, რომელიც ქართველებს "მღრღნელებს" უწოდებდა, პატივისცემას არ იმსახურებს", - ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა და გარდაცვლილ ალექსეი ნავალნის შოვინისტი უწოდა.

პარლამენტის სხდომაზე უნგრელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნავალნის ხსოვნას წუთიერი დუმილითა და ფეხზე წამოდგომით მიაგეს პატივი, თუმცა ორბანმა და პარტია "ფიდესის" წარმომადგენლებმა დუმილსა და ფეხზე წამოდგომაზე უარი განაცხადეს.

უნგრეთის პარლამენტში შოვინისტები პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველებს „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, პატივისცემას ვერ მიიღებენ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი სიახლეები