მაკრონი უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

27.02.24 10:20
მაკრონი უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. ემანუელ მაკრონმა  ეს განცხადება პარიზში, ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ გააკეთა.

მაკრონის თქმით, ჯერ ამ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა გამორიცხული არაფერია. პარალელურად, პრეზიდენტი ახალი კოალიციის შესახებაც საუბრობს, რომელიც  უკრაინას საბრძოლო მასალებს და რაკეტებს მიაწვდის .

"არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახმელეთო ჯარების ოფიციალურად მხარდაჭერის შესახებ. ასე რომ, არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები