რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს - მედია

27.02.24 10:29
რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს - მედია

საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“.

ინფორმაცია TASS-ს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.