კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ირლანდიურ გამოცემა The Irish Times-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ პატივს სცემენ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და ამასთან, ყველა უკრაინელს მოუწოდებენ, განიხილონ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.
"ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება.
ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირდაპირი პირადი წვლილით", - თქვა კულებამ.
დაახლოებით ექვს მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.