რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 13 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და 6 რაკეტით შეუტიეს

27.02.24 10:43
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 13 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და 6 რაკეტით შეუტიეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 13 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და 6 რაკეტით შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს. უწყების თქმით, განადგურებულია 11 დრონი და 2 რაკეტა.

უწყების თქმით, Kh-59 და Kh-31P ტიპის რაკეტები ოკუპანტებმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებიდან გაუშვეს. ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი" კი ვორონეჟიდან (რუსეთის ფედერაცია). რაც შეეხება "შაჰიდებს," ისინი რუსებმა პრიმორსკი-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან გაუშვეს.

"საბრძოლო ოპერაციების შედეგად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 2 Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტა და 11 "შაჰიდი"