თუ დასავლეთი უკრაინაში ჯარს გააგზავნის, რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება - პესკოვი

27.02.24 16:04
თუ დასავლეთი უკრაინაში ჯარს გააგზავნის, რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება - პესკოვი

თუ დასავლეთი უკრაინაში ჯარს გააგზავნის, რუსეთთან კონფლიქტი გარდაუვალი იქნება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითვხას, როგორი იქნება რუსეთ-ნატოს პირდაპირი კონფლიქტის რისკი, თუ ნატოს წევრი ქვეყნები თავიანთ ჯარებს გაგზავნიან უკრაინაში საბრძოლველად.

"ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ კონფლიქტის გარდაუვალობაზე. ამ ქვეყნებმაც უნდა შეაფასონ და იცოდნენ ამის შესახებ და ჰკითხონ საკუთარ თავს, არის თუ არა ეს მათ, ისევე როგორც მათი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებში", - თქვა პესკოვმა.