ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
27 თებერვლის პლენარულ სესიაზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს. კენჭისყრის მიხედვით, დახმარების გამოყოფის წინააღმდეგი 40 დეპუტატი იყო, ხოლო 39-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს. პირველ თებერვალს ევროკავშირმა უნგრეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.