Meduza: ნავალნის ადვოკატი, ვასილ დუბკოვი მოსკოვში დააკავეს

27.02.24 20:58
Meduza: ნავალნის ადვოკატი, ვასილ დუბკოვი მოსკოვში დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ვასილ დუბკოვი მოსკოვში დააკავეს. ამის გამოცემა Meduza წერს.

როგორც ჟურნალისტები წერენ, ადვოკატს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება. ინფორმაცია, ჯერჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

დუბკოვი ალექსეი ნავალნის იცავდა. გასულ კვირას ადვოკატი თან ახლდა ლუდმილა ნავალნაიას სალეხარდში, როდესაც მან მოითხოვა შვილის ცხედრის დაბრუნება.

მსგავსი სიახლეები