ოკუპანტებმა დონეცკის და სუმის ოლქები არტილერიით დაბომბეს - არის მსხვერპლი

28.02.24 10:32
ოკუპანტებმა დონეცკის და სუმის ოლქები არტილერიით დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსეთმა დონეცკის და სუმის ოლქები ისევ დაბომბა - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. განადგურებულია სახლები, საავადმყოფოები და სასურსათო მაღაზიები.

32 წლის თანამშრომელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 55-დან 70 წლამდე ასაკის კიდევ სამი მამაკაცი და ორი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჭრილობები კიდურებსა და კისერზე აღენიშნებათ. ასევე აქვთ მოტეხილობები, ერთ-ერთს არტერია გაეგლიჯა, - ნათქვამია გენპროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკაინაშიი შექმნილ მძიმე ვითარებაზე განცხადება თეთრ სახლშიც გააკეთეს. ბაიდენის ადმინიტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება უმძიმესი,ა რადგან  უკრაინელ სამხედროებს საკმარისი საბრძოლო მასალა არ აქვთ.