ალექსეი ნავალნის 1 მარტს დაკრძალავენ

28.02.24 14:45
ალექსეი ნავალნის 1 მარტს დაკრძალავენ

გარდაცვლილ ალექსეი ნავალნის 1 მარტს, მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სპიკერის, კირა იარმიშის ცნობით, პანაშვიდი 14:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ჩატარდება.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, გამოსასწორებელ კოლონიაში, 47 წლის ასაკში დაიღუპა.