უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის ოლქში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ორი გამშვები პუნქტი გაანადგურა.
ირკვევა, რომ პუნქტებიდან ერთი სამხედრო მომარაგების, ხოლო მეორე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო სამანევრო ჯგუფი იყო.
გასულ დღეს მივიღეთ დადასტურება, რომ მარცხენა სანაპიროზე მტერმა დაკარგა: 49 ოკუპანტი, 2 ცეცხლსასროლი ყუმბარმტყორცნი, 2 იარაღი, 1 ნაღმმტყორცნი, 1 ნავი, 3 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი: 2 "სუპერკამერის" ტიპის და 1- "ზალა", 3 ერთეული სხვა ტექნიკა, მათ შორის მოტოციკლი და ექსკავატორი", - წერია განცხადებაში.