ზელენსკიმ ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება შესთავაზა

28.02.24 19:30
ზელენსკიმ ბალკანეთის ქვეყნებს საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს შესთავაზა, რომ საბრძოლო მასალა ერთობლივად აწარმოონ.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ფორუმზე პარტნიორებს განუცხადა, რომ სამომავლოდ უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმი კიევში, ან ბალკანეთის რეგიონის რომელიმე დედაქალაქში ჩატარდეს.

ჩვენ ვხედავთ პრობლემებს საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე. და ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთობლივი წარმოებით თქვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

 

მსგავსი სიახლეები