რუსეთის დუმამ ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამის აკრძალვაზე კანონი მიიღო - მედია

28.02.24 21:25
რუსეთის დუმამ ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამის აკრძალვაზე კანონი მიიღო - მედია

რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ე.წ. უცხოურ აგენტებად გამოცხადებულ პირებსა და ორგანიზაციებს რეკლამის განთავსება ნებისმიერ საინფორმაციო რესურსზე ეკრძალებათ - ინფორმაციას TACC ავრცელებს.

როგორც რუსეთის სამთავრობო, პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, კანონით, ასევე, იკრძალება ე.წ. უცხოური აგენტების რეკლამირებაც.

წესის დარღვევის შემთხვევაში პასუხისგებაში როგორც რეკლამის განმთავსებლები, ასევე, გამავრცელებლებიც მიეცემიან.

კანონის თანახმად, წესების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 50 000 რუბლი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 000 რუბლამდე იქნება. გარდა ამისა, წლის განმავლობაში კანონის ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

კანონპროექტი, რომელიც "რეკლამის შესახებ" კანონს დაემატა, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით 395-მა დეპუტატმა წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები