ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი წარმოებაში მიიღო

29.02.24 09:50
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი წარმოებაში მიიღო - ყოფილი პრეზიდენტის იურისტები ითხოვენ, დადგინდეს რამდენად მართლზომიერია მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა.

ტრამპის უფლებადამცველები მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც კოლუმბიის სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი იმუნიტეტით არ სარგებლობს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე უკანონო გავლენის მცდელობასა და კაპიტოლიუმზე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა თავდასხმას.

მსგავსი სიახლეები