უკრაინა EU-სგან 50-მილიარდიან სამხედრო-ფინანსურ დახმარებას მიიღებს

29.02.24 09:54
უკრაინა EU-სგან 50-მილიარდიან სამხედრო-ფინანსურ დახმარებას მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან 50-მილიარდიან სამხედრო-ფინანსურ დახმარებას მიიღებს - შეთანხმებას ევროპული საბჭოს ლიდერებმა მიაღწიეს. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ევროპის საფინანსო გეგმაში ცვლილებები შევიდა.

მთლიანობაში საუბარია 65-ამდე მილიარდ ევროზე, საიდანაც მხოლოდ 50 მილიარდი ომში მყოფ ქვეყანას მოხმარდება. სხვა საჭიროებებთან ერთად, თანხა ევროპაში მიგრაციისა და საზღვრის კონტროლსაც მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები