რუსეთთან შეტაკებების შედეგად უკრაინის 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები დაიღუპნენ

29.02.24 09:58
რუსეთთან შეტაკებების შედეგად უკრაინის 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები დაიღუპნენ

უკრაინა ადასტურებს, რომ რუსეთთან შეტაკებების შედეგად  73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები დაიღუპნენ - შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც უკრაინელი სამხედროები სპეციალურ დავალების შესრულებას მორჩნენ და უკანა პოზიციებზე ბრუნდებოდნენ.  

უკრაინული მხარე არ ამბობს, რამდენი მებრძოლია გარდაცვლილი, ან კონკრეტულად ფრონტის რომელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა, თუმცა რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინელი სპეცრაზმელები ხერსონის ოლქში, ნახევარკუნძულზე გადასვლისას გაანეიტრალა პუტინის არმიამ.

მსგავსი სიახლეები