რუსეთი იმ სტუდენტებს ემუქრება, რომლებიც ნავალნის დაკრძალვაზე მისვლას გეგმავენ

29.02.24 13:38
რუსეთი იმ სტუდენტებს ემუქრება, რომლებიც ნავალნის დაკრძალვაზე მისვლას გეგმავენ

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის აკადემიის სტუდენტები 1-ელ მარტს ალექსეი ნავალნის დაკრძალვას დაესწრებიან, ან საპროტესტო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, სასწავლებლიდან გარიცხავენ.

ირკვევა, რომ სტუდენტებმა გაფრთხილება ელექტრონული შეტყობინების მეშვეობით მიიღეს.

"29 თებერვალს და 1 მარტს იყავით ყურადღებით და გვერდი მოუარეთ ნებისმიერ მიტინგს და შეკრებას ცენტრში! თქვენ სწავლობთ რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ აკადემიაში, ნებისმიერი მონაწილეობა მიტინგში - დაუყოვნებლივ გარიცხვას უდრის", - წერია შეტყობინებაში.

ცნობისთვის, გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის ხვალ, 1 მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები