ილინოისის შტატმა ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2021 წელს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ შტურმში ჩართული იყო - ილინოისის შტატმა მას პრაიმერზში (პირველად კენჭისყრაში) მონაწილეობა აუკრძალა.
ცნობისთვის, კოლორადომ და მეინმა ტრამპი პრაიმერიზიდან მე-14 შესწორების "აჯანყების" მუხლის დარღვევისთვის ამოიღეს.
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის იურისტები ითხოვენ, დადგინდეს რამდენად მართლზომიერია მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა.
ტრამპის უფლებადამცველები მოქმედებაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც კოლუმბიის სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი იმუნიტეტით არ სარგებლობს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე უკანონო გავლენის მცდელობასა და კაპიტოლიუმზე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეთა თავდასხმას.