ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

29.02.24 18:44
ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

506 მხარდამჭერი, 9 წინააღმდეგი და 32 თავშეკავებული ხმა - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ალექსეი ნავალნის სიკვდილზე სისხლის სამართლისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს, კერძოდ, ვლადიმერ პუტინს ეკისრება. რეზოლუციაში ოპოზიციონერის გარდაცვალება მოხსენიებულია - მკვლელობად. 

პარლამენტი ნავალნის მკვლელობის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ მოლაპარაკებები რუსეთთან პატიმრების, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ბრალდებით მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით და გააგრძელონ უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები