ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს - დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები, დაზიანდა სამრეწველო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და ფერმის შენობები. ინფორმაციას სუმის ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
"დღეს, 12:25 საათზე, რუსებმა არტილერიით დაბომბეს ვოროჟბიანის თემი. დაფიქსირდა 4 აფეთქება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა, 28 თებერვალს, სუმის რაიონის სასაზღვრო თემები 42-ჯერ დაბომბეს.