ომის დანაშაულში 511 პირია ეჭვმიტანილი, 81 უკვე მსჯავრდებულია - უკრაინის გენპროკურორი
უკრაინამ გამოავლინა 511 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში რუსეთის 2022 წლის თებერვლის შემოჭრის შემდეგ და 81 მათგანი უკვე მსჯავრდებულია - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კიევში ისაუბრა.
ანდრეი კოსტინი სიტყვით გამოვიდა ომის დანაშაულების კონფერენციაზე პოლონეთის, ლიტვის, რუმინეთის მთავარ პროკურორებთან და ევროკავშირის მართლმსაჯულების ჯგუფის, Eurojust-ის პრეზიდენტთან ერთად.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პროკურორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის ორი წლით გახანგრძლივებას. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის ხუთი ქვეყნის ინიციატივით, ომის დანაშაულების გამოძიებისთვისაა შექმნილი.