საფრანგეთი უკრაინისთვის Delair-ის დრონებს შეუკვეთავს

საფრანგეთი დრონების მწარმოებელ Delair-ს 100 უკრაინისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს უკვეთავს. აღნიშნული კომპანია დრონების წარმოებაში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გაავრცელა. დრონები უკრაინაში 2024 წლის ზაფხულში უნდა ჩავიდნენ.
"ჯამში ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან 2 ათასი დისტანციური მართვის დრონი იქნება შეკვეთილი, ჩვენი ჯარების და უკრაინის საჭიროებისთვის", - თქვა ლეკორნუმ.
აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა კომპანია Delair-მა უკრაინის თავდაცვის ძალებს დრონები უკვე მიაწოდა. სამხედროებმა 150-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მიიღეს.