რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ბელგოროდისა და ნოვგოროდის რეგიონებში 4 უკრაინული დრონი გაანადგურეს

01.03.24 10:37
რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ ბელგოროდისა და ნოვგოროდის რეგიონებში 4 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 1 მარტის ღამეს ოკუპანტთა საჰაერო თავდაცვამ, სავარაუდოდ, ოთხი დრონი გაანადგურა. უწყების ტელეგრამ არხები წერენ, რომ უპილოტოები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანას დაესხნენ თავს, მოსახლეობამ აფეთქებების ხმა გაიგო.

რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, ბელგოროდის რეგიონში განადგურეს, კიდევ სამი დრონი კი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში ჩამოაგდეს.

მათი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ, თავდასხმა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, ძერჟინსკში სვერდლოვის ქარხანაზე განეხორციელებინათ, რომელიც  ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი რუსული მწარმოებელი და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების ქობინების ძირითადი კომპონენტია.

 

 

მსგავსი სიახლეები