ლავროვი თურქეთში ჩავიდა

01.03.24 13:32
ლავროვი თურქეთში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თურქეთში ჩავიდა. ლავროვი მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვი მოლაპარაკებებს გამართავს თურქ კოლეგათან. დაგეგმილია მისი სხვა ორმხრივი შეხვედრებიც, მათ შორის აზერბაიჯანის, უზბეკეთის და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მსგავსი სიახლეები