ნავალნის დაკრძალვა მოსკოვში - ფოტორეპორტაჟი

01.03.24 14:40
ნავალნის დაკრძალვა მოსკოვში - ფოტორეპორტაჟი

როგორ მიმდინარეობს ალექსეი ნავალნის დაკრძალვა მოსკოვში - ადგილზე უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია. რუს ოპოზიცონერთან გამოსამშვიდობებლად სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის. მოქალაქეების რიგი ამ დროისათვის 700 მეტრს აღწევს. ადგილობრივები ფოტომასალას ავრცელებენ.

ირკვევა, რომ მეტროსადგურ მერინოს მახლობლად პოლიციამ ღობეების დერეფანი ააშენა. უსაფრთხოების ძალები სადგურზე დოკუმენტებს ამოწმებენ.

ტაძართან, რომელიც ყველასთვის ღია უნდა ყოფილიყო, დილიდან პოლიციის 40-მდე მანქანა მორიგეობდა, დაფიქსირდა პრობლემები ინტერნეტკავშირთან დაკავშირებითაც. ეკლესიის გარშემო, სადაც ნავალნის პანაშვიდი მიმდინარეობს, შენობების სახურავებზე ძალოვანები არიან განლაგებული.

წინა დღით ტაძრის კარებზე დაკიდეს პლაკატი, რომელიც აფრთხილებდა, რომ შენობაში გადაღება აკრძალული იყო. ამავდროულად, თავად პოლიცია, როგორც ჩანს, ეკლესიაში ვიდეოგადაღებას გეგმავს. რუსული დამოუკიდებელი მედიის ცნობით, კამერა პირდაპირ საკურთხევლის თავზე დაამონტაჟეს.