პოლიციელებით გარშემორტყმული ეკლესია და სნაიპერები სახურავებზე - როგორ გააცილეს ნავალნი ბოლო გზაზე
კრემლში ეშინოდატ ცოცხალის და ესინიათ გარდაცვლილის - ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნავალნი ესვენა, პოლიციით და სპეცრაზმით იყო გარშემორტყმული. შენობების სახურავებზე სნაიპერები იდგნენ და ჩახშობილი იყო ყველანაირი მობილური კავშირი. ათასობით ადამიანი დღეს გრძელ რიგში იდგა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ბოლო პატივი მიეგო. "არ გეშინოდა შენ, არც ჩვენ შეგვეშინდება" - ამ შეძახილებით აცილებდა ხალხი პუტინის მთავარ მოწინააღმდეგეს ბოლო გზაზე.
კიდევ უფრო რთული ვითარება იყო ბორისოვის სასაფლაოზე, რომელიც პოლიციამ მთლიანად ჩაკეტა და ერთი საათის განმავლობაში ცხედრის გადასვენების უფლებასაც არ აძლევდნენ. ნავალნი ისე დაკრძალეს, რომ ამ პროცესს მხოლოდ მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ხალხი სასაფლაოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ის, ვინც შესვლას მაინც ცდილობდა, ადგილზე აკავებდნენ. სასაფლაოს კარი მხოლოდ მას შემდეგ გაიღო, რაც კრემლში დარწმუნდნენ, რომ მათი მთავარი ოპონენტი დამარხული იყო.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.