უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

01.03.24 19:50
უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს - ნიდერლანდები ომში მყოფ ქვეყანას 2 მილიარდი ევროს ოდენობით დაეხმარება.

მხარეებმა დოკუმენტს, რომელიც სამომავლო 10-წლიან დახმარებას ითვალისწინებს, მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.

დღეს მე და მარკ რუტემ მოვაწერეთ ხელი უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას. დოკუმენტი ითვალისწინებს ორი მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას ნიდერლანდებიდან ამ წელს, ასევე შემდგომ თავდაცვის დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ასევე ადგენს დახმარების პრიორიტეტებს, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, საზღვაო და შორი დისტანციური საშუალებებს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უკრაინის საჰაერო ძალების გაძლიერებაზე“, - წერს ზელენსკი.