ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს

ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს - ამის შესახებ გადაწყვეტილება ბულგარეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდა.
აკრძალვის მიზეზად უკრაინაში რუსი საოკუპაციო ძალების სრულმასშტაბიანი შეჭრა სახელდება.
დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი,” - ნათქვამია განცხადებაში.