უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოთხი დრონი ჩამოაგდეს

01.03.24 20:50
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოთხი დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში რუსეთის ოთხი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - შემთხვევა პირველ მარტს მოხდა და ამის შესახებ ცნობებს უკრაინის არმია იტყობინება.

უკრაინული მხარე არ აკონკრეტებს, ჯამურად უკრაინის ტერიტორიაზე რამდენი დრონი გაუშვა მოსკოვმა.