ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს აღარ ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს აღარ ეწვევა - სომხური მედიის ცნობით, ბაქომ ომში მყოფ ქვეყნის მთავარსარდალს ვიზიტი გაუუქმა.
ცნობისთვის, ზელენსკი ერევანსა და ბაქოში 4 მარტს მიემგზავრებოდა. შეხვედრაზე მხარეებს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების საკითხები უნდა განეხილათ.