ორბანი მომავალ კვირას ტრამპს შეხვდება

მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდება - მხარეები ერთმანეთთან მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პრეზიდენტი იქნება, რომელიც შეძლებს, დაასრულოს რუსეთ-უკრაინის და "ჰამას"-ისრაელის ომი.