ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი

02.03.24 10:30
ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსი ოკუპანტები ოდესას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 2 და დაშავდა 7 ადამიანი.

დაშავებულს შორის ერთი 3 წლის ბავშვია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ამბობს, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კიდევ იყვნენ ადამიანები.

მისივე თქმით, ოკუპანტები ოდესას "შაჰიდის" ტიპის დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.