ნავალნის საფლავზე მთელი ღამის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა

02.03.24 12:31
ნავალნის საფლავზე მთელი ღამის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა

მთელი ღამის განმავლობაში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა ალექსეი ნავალნის საფლავზე - რუსეთის მოქალაქეები წითელი ვარდებით და სანთლებით ხელში ბორისოვის სასაფლაოს კილომეტრიან რიგებში იდგნენ.

პუტინის მცდელობის მიუხედავად, რომ ნავალნი ჩუმად დაეკრძალათ, გეგმა ჩაიშალა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები სასაფლაოზე მაინც მივიდნენ და ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსკოვის ქუჩებში ამ დრომდე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული. პუტინის მართული პოლიცია აჩერებს ყველას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ნავალნის სასაფლაოზე მივიდეს. რუსი პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მემორიალები მთელი რუსეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებშია მოწყობილი.