ნავალნის გვარი რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა

02.03.24 14:41
ნავალნის გვარი რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა

ალექსეი ნავალნის გვარი რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა - ამის შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს.

უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел"-ის ცნობით, გადაწყვეტილება ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის 2 მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.