3 მარტს ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდება

02.03.24 15:33
3 მარტს ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდება

3 მარტს ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდება - უკრაინელები პატივს მიაგებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა“, - განაცხადა ოლეგ კიპერმა.

ბოლო ცნობებით, რუსების იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები