თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ - ტრამპი
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა ამერიკის მოქმედ ხელისუფლებას "თაღლითი რეჟიმი", "მჩაგვრელები" და "ბანდიტები" უწოდა.
"მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც თქვენი ყოფილი და იმედია, მომავალი პრეზიდენტი, არამედ, როგორც ამაყი პოლიტიკური დისიდენტი და თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი. ეს გახლავთ თაღლითური და საშიში მანქანა. ეს არის ანტიდემოკრატიული მანქანა. ეს ადამიანები არიან ბანდიტები და მჩაგვრელები," - თქვა ტრამპმა.