ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი

03.03.24 10:24
ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი

რუსეთის არმიამ ოდესას დრონები შეუტია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი, დაშავდა - 8.


 

შემთხვევის ადგილზე მაშველები, კომუნალური და სასწრაფო სამსახურები მუშაობდნენ. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

თავდასხმამ ასევე დააზიანა კომუნალური ქსელები. ოდესის საკრებულოს ცნობით, მეზობელ სახლებს გათბობა გაუქმდა.

3 მარტს ოდესის რეგიონში გლოვა გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები