პეტერბურგში დრონი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

03.03.24 10:30
პეტერბურგში დრონი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

სანქტ-პეტერბურგზე დრონით თავდასხმა განხროციელდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი.

ადგილობრივი მცხოვრები ყვება, რომ აფეთქებამდე მან  "მოტოციკლის მსგავსი" ხმამაღალი ხმა გაიგონა და დაინახა ნაპერწკლების ტალღა, რომელიც "შენობაში მიმოიფანტა".

ქალი ასევე აცხადებს, რომ ნახა დრონი, რომელმაც, სავარაუდოდ, აფეთქება გამოიწვია.

”ის იყო პატარა ზომის, - ამბობს ქალი.  

ქალმა განმარტა, რომ დრონი ავარიული შენობის მეორე სართულზე აივანზე ეგდო, ირგვლივ კი მისი ფრაგმენტები იყო მიმოფანტული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ სამედიცინო დახმარება 6-მა ადამიანმა ითხოვა. თვითმხილველის თქმით, ერთი ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.